Saturday, July 5, 2014

მეცხრე დღე



   
                    დღეს დავამთავრე ინტელის ძირითადი კურსის  ტრეინინგი, რომელიც 36 საათის განმავლობაში  მოვისმინე. ტრეინინგის ფარგლებში ვისწავლე და აღმოვაჩინე ბევრი ისეთი თემის სიღრმავე, როგორიცაა: მოსწავლის სწორად შეფასების სტრატეგიები, პროექტის გეგმის დროში გაწერისა და პროექტის მომზადება სლაიდშოუს  საშუალებით, გუგლ დრაივში მუშაობა და შექმნილის გამოქვეყნება.
                    დღეს შევაჯამე ჩემი ცოდნა, პროექტის პორთფოლიო ავტვირთე ინტერნეტში.           მადლობა  ყველას  ვინც წვლილი შეიტანა ინტელის კურსის  შექმნაში, განსაკუთრებით ჩემს ტრენერს   ქალბატონ     ხათუნა ციხელეშვილს, რომელმაც ტრეინინგის ფარგლებში საინტერესოდ და სიღრმისეულად შემასწავლა თემები.

Friday, July 4, 2014

დღე მერვე

 


            დრეს ვიმუშავე პროექტის ეგმის სრულყოფაზე, დავასრულე პროექტის პროცედურები, გავაფორმე მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომი, ვისწავლე ბლოგ გვერდის გაფორმება.

Sunday, June 29, 2014

დღე მეშვიდე




              დღევანდელი დღე მეტად შრომატევადი აღმოჩნდა, რადგან დღეს შევქმენი პროექტის შეფასების სხვადასხვა ფორმა, გავეცანი შემდეგ  თემებს: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში და  მოსწავლეთა შეფასების სტრატეგიები.
                აღმოვაჩინე, რომ მოსწავლის თვითშეფასება შიძლება მოხდეს ,,რეფლექსიის" სახით.   გადავხედე პროექტის გეგმას და შევიტანე კორექტივები.

დღე მეექვსე

         

           დღეს შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პრეზენტაციის სახით. ვისწავლე ფავერ ფოინტში ონლაინ ტესტის ლინკით მიბმა.

დღე მეხუთე


             

                   ვისწავლე გუგლ დრაივში ელექტრონული ტესტების წერა, ვიმუშავე და ვისწავლე დროის ჩაროს შეფასების სქემა, აგრეთვე  შევქმენი პროექტის შეაბამისი მონახაზის ფურცელი.

Friday, June 27, 2014

დღე მეოთხე


   -    ვისწავლე, რომ თემის დაწყებამდე ზოგადი კითხვა უნდა მქონდეს მომზადებული, რომელიც დამეხმარება ახალი სასწავლო თემის გაცნობაში.
                        -შევქმენი პროექტის შეფასების ფორმა და აღმოვაჩინე აზრთა გაზიარების ახალი ინტერნეტ ფორმა.

Saturday, June 21, 2014

დღე მესამე

       გავიგე , როგორ ჩამოვაყალიბო მიზანი და ინდიკატორი   მკაფიოდ, კონკრეტულად და მიღწევადად, აგრეთვე აღმოვაჩინე ტექსტის ჩასმის ახალი ხერხი.