Saturday, July 5, 2014
მეცხრე დღე
დღეს დავამთავრე ინტელის ძირითადი კურსის ტრეინინგი, რომელიც 36 საათის განმავლობაში მოვისმინე. ტრეინინგის ფარგლებში ვისწავლე და აღმოვაჩინე ბევრი ისეთი თემის სიღრმავე, როგორიცაა: მოსწავლის სწორად შეფასების სტრატეგიები, პროექტის გეგმის დროში გაწერისა და პროექტის მომზადება სლაიდშოუს საშუალებით, გუგლ დრაივში მუშაობა და შექმნილის გამოქვეყნება.
დღეს შევაჯამე ჩემი ცოდნა, პროექტის პორთფოლიო ავტვირთე ინტერნეტში. მადლობა ყველას ვინც წვლილი შეიტანა ინტელის კურსის შექმნაში, განსაკუთრებით ჩემს ტრენერს ქალბატონ ხათუნა ციხელეშვილს, რომელმაც ტრეინინგის ფარგლებში საინტერესოდ და სიღრმისეულად შემასწავლა თემები.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment